вторник, 18 апреля 2017 г.

პროექტის სახელწოდება:სიმეტრიის,პარალელური გადატანის ნიმუშები არქიტექტურულ ძეგლებში
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას სიმეტრიის და პარალელური გადატანის  შესახებ
პროექტის მიზანი:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სიმეტრიის და პარალელური გადატანის შესახებ,ითანამშრომლებენ ერთმანეთთან.
მონაწილეთა ასაკი: 7 კლასი
ვადები:3კვირა
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები შექმნიან power pointshi  სლაიდ შოუს
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:პროექტორი,ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი,ელექტრონული მისამართები.
პროექტის მსვლელობა:დაიგეგმება პროექტი,შეირჩევა 5 ჯგუფი რომლებიც მოიძიებენ ინფორმაციას.მოძიებული ინფორმაციით მოსწავლეები ააწყობენ სლაიდებს,გააფორმებენ და ააწყობენ სლაიდ შოუს.სლაიდ შოუს გამოიყენებენ პრეზენტაციის დროს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
მათ. გაძ. VII.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში ასახელებს მისთვის ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს ან მათ ნაწილებს;
·      აყალიბებს მიმართებებს (მაგალითად, ზოგადობა-კერძოობა) ფიგურის სახეობებს შორის;
·      ასახელებს ფიგურას მისი ნიშან-თვისებების მიხედვით, მსჯელობს ფიგურის ამოსაცნობად მათი საკმარისობის/არასაკმარისობის შესახებ.
მათ. გაძ. VII.11. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების განხორციელება და მათი გამოყენება ფიგურათა თვისებების დასადგენად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      გარემომცველ ობიექტებს შორის მოიძიებს სიმეტრიულ ობიექტებს;
·      ხაზავს ბრტყელი ფიგურის (ტეხილი, მრავალკუთხედი) სიმეტრიულ ფიგურას მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ; ახდენს ბრტყელი ფიგურის (ტეხილი, მრავალკუთხედი) პარალელურ გადატანას;
·      უთითებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიის ღერძს/ღერძებს; ახდენს სიმეტრიულობის დემონსტრირებას.
მათ. გაძ. VII.12. მოსწავლეს შეუძლია კოორდინატთა მეთოდის გამოყენება  ორიენტირებისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      პოულობს პარალელური გადატანით მიღებული ფიგურის ნებისმიერი წერტილის კოორდინატებს მისი წინასახის კოორდინატებისა  და მითითებული პარალელური გადატანის მეშვეობით.

პროექტის ხელმძღვანელი:ხათუნა დემეტრაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:xatuna demetrashvili@ gmail.com